საზოგადოება

უცხოელები თბილისში „ჯეოსელის" ოფისიდან მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ

29.12.17 17:15


პოლიციამ 29 წლის ორი უცხოელი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ მობილური კავშირის ოპერატორის, „ჯეოსელის" (Geocell) ოფისიდან მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბოროტმოქმედები „ჯეოსელის" ოფისის გაქურდვას მარჯანიშვილის ქუჩაზე გამთენიისას ცდილობდნენ. ოფისის ვიტრინის მინა ჩამსხვრეულია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები