საზოგადოება

მოსამართლემ ზვიად რატიანს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

29.12.17 20:30


თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე ქეთევან მინაშვილის თქმით, ზვიად რატიანისთვის მხოლოდ ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილება საახალწლო დღეების გამო მიიღო.

ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას , წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას ედავებოდა.

პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები