საზოგადოება

მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა

29.12.17 21:15


2017 წლის 1 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა.

ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, ქულათა ამოწურვის გამო მართვის უფლება თბილისში 10, ხოლო ბათუმში, ოზურგეთში, რუსთავსა და თერჯოლაში თითო-თითო ადამიანს შეუჩერდა. ამასთან, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქულათა შემცირების ჯამში, 231 312 ფაქტი დაფიქსირდა.




წყარო : /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები