საზოგადოება

ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა – მათმა ნაწილმა თითები დაკარგა

02.01.18 20:35


ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 6 დაშავებული განაგრძობს მკურნალობას.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, 6 პაციენტს ოპერაცია ხელის მტევანზე გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

„შემოვიდა 12 მოქალაქე, აქედან ექვსს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა. საკმაოდ მაღალი სირთულის ტრავმებია, თუ რამე თეორიული შანსი იყო კიდურების ნაწილის შენარჩუნების, ყველას რეკონსტრუქცია გაკეთებულია, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს ექვსივე პაციენტი, მტევნის ქირურგიის განყოფილებაში არიან მოთავსებულები“, – განაცხადა ექიმმა ირაკლი გოგინავამ.

ამასთან, ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა. როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში აცხადებენ, მათ სხვადასხვა ზედაპირული მრავლობითი ჭრილობები და დამწვრობები აღენიშნებოდათ.

ექიმების თქმით, მათ ძირითადად ზედა კიდურის, მტევნისა და თითების არეში ჰქონდათ ჭრილობები. მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ, ისინი სახლში გაწერეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები