საზოგადოება

უამინდობა საქართველოში: შეზღუდვები საქართველოს გზებზე

02.01.18 21:20


რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ავტომაგისტრალებზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურისა და 134-135-ე კმ მონაკვეთებზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი — ზემო ლარსი" დღეისათვის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო საზღვარია, რომელიც ფუნქციონირებს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები