საზოგადოება

საახალწლო საჩუქარი: საქართველოში 2018 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

02.01.18 22:00


საქართველოში 2018 წლის პირველი ახალშობილი ახალი წლის დადგომიდან 12 წუთში დაიბადა, ნათქვამია ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზეგავრცელებულ განცხადებაში.

პატარა ბიჭუნა თბილისის სამშობიარო სახლ „ჰერა-2011“-ში გაჩნდა. ის მღებრიშვილების ოჯახის პირველი შვილია. ჩვილს გაბრიელი დაარქვეს. ბავშვის სიმაღლე 50 სანტიმეტრია, წონა — 3,650 კგ.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი წლის ღამეს კიდევ ოთხი ბავშვი დაიბადა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები