საზოგადოება

ინტერპოლის ძებნილთა სიაში 63 ქართველია

03.01.18 16:45


ბოლო მონაცემებით, ინტერპოლის საძიებო სისტემაში 160 ძებნილი ფიქსირდება. მათგან 63 ადამიანი ეროვნებით ქართველია, სამი მათგანი კი ქალია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ძებნილებს ბრალი ტრეფიკინგში, საბუთების გაყალბებასა და საზღვრის უკანონოდ კვეთაში ედებათ.

ძებნილთა შორის ყველაზე პატარა 21 წლის ნამიგ ჰუსეინოვია (სხეულის განძრახ დაზიანება და ხულიგნობა). ყველაზე ხანდაზმული, კი 79 წლის ასლან აბაშიძეა (ხელისუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მითვისება ან გაფლანგვა).

27 შემთხვევაში საქმე მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხება. ყველაზე ხშირად, ქართველები საზღვრის უკანონოდ კვეთასა და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის იძებნებიან.

ინტერპოლის საძიებო სისტემის მიხედვით, ძებნილი 63 ადამიანიდან, ყველაზე მეტი, 28 ქართველი რუსული მხარის მიერ იძებნება.

რაც შეეხება, უგზოუკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს; ინტერპოლის ვებგვერდზე ეროვნებით ქართველი 18 ადამიანი იძებნება. მათ შორის ყველაზე პატარა, 10 წლის დანიელ მუხულიშვილია (გაუჩინარების ადგილი: კვიპროსი, 2015 წელი). ასაკით ყველაზე დიდი კი, 62 წლის ვლადიმირ ხოშბეკიანია (გაუჩინარების ადგილი: რუსეთი, 2011 წელი).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები