საზოგადოება

სინოპტიკოსები დღეიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

03.01.18 17:00


სინოპტიკოსები დღეიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატური მოიმატებს და +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი კვლავ +7 +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4 იანვარსაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით ისევ მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში +7 +13 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ღამის საათებში შესაძლებელია მცირე ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით.

სინოპტიკოსები 5 იანვარს დილიდან უნალექო ამინდის პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს.

ამასთან, 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები