საზოგადოება

"ქართულმა ხმებმა" პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გამართა

03.01.18 20:50


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ "ქართული ხმების" წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ აბაშიშვილი დაესწრნენ.

ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლის წევრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, ყველა აქ მყოფ ადამიანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მთელ საქართველოს, რაც შეიძლება, ნაკლები პატიმრის ყოლა ვუსურვო", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს ანსამბლის წევრებს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

„ქართული ხმების“ წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. მსჯავრდებულებს კი საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები