საზოგადოება

ქართული სოფლის მეურნეობა - ინდუსტრია 2017 წელს აფასებს

03.01.18 21:45


ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა. ზოგიერთი დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს, ზოგიერთი პროგრამა კი კვლავ აგრძელებს მუშაობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 11 სახელმწიფო პროგრამაში 2013 წლიდან დღემდე დახარჯულია 628, 892 მილიონი ლარი. ბიუჯეტიდან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამისთვის 2016 წელს - 48,900 ათასი ლარი გამოიყო, 2017 წლის გეგმა კი - 47,000 ათასი ლარს შეადგენდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს , სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ს ინფორმაციით, უწყება "ერთიანი აგროპროექტის" არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშვებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ქართული ჩაი. ამ პროექტების მიზანი სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობაა.

მათი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა, რაც სტატისტიკითაც დასტურდება.

ამ ეტაპზე, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 165 ახალი საწარმო, გაშენდა 3700 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 529 ჰა-ზე მეტ ჩაის პლანტაციას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი.

ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება. ჯამში, 2013 წლიდან დღემდე, 27 000-ზე მეტი სესხია გაცმეული და პორტფელი 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვნად იზრდება ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენების მსურველთა რიცხვი.

"წელს პროგრამის ბენეფიციარებმა პირველი მოსავალი მიიღეს ვაშლის ინტენსიური ბაღებიდან; წლიდან წლამდე, აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3,700 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანდაფინანსებამ 19 მილიონ ლარს მიაღწია", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.

მათივე განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს პროგრამა "ქართული ჩაი". პროგრამის ფარგლებში სულ 529 ჰა გავერანებული ჩაის პლანტაციები რეაბილიტირდა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობას კოოპერატივები შეადგენენ.

"აგრარული დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამის ნათელი მაგალითია "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა". პროგრამა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის პროექტის (AMMAR) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც პირველადი წარმოება, ასევე გადამამუშავებელი საწარმოები. პროექტის დაწყებიდან 93 ბენეფიციარმა 1,400,000 ლარზე მეტი თანდაფინანსებით ისარგებლა", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. კერძოდ, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისთვის ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა საწარმო, რომელსაც გადამამუშავებელი და შემნახელი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამით დაფინანსდა, დანერგავს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტს.

სააგენტო სტანდარტის დანერგვის 80%-ს აფინანსებს, აქედან 30%-ს სახელმწიფო, ხოლო 50%-ს დონორი ორგანიზაცია ფარავს, ბენეფიციარს მხოლოდ 20%-ის გადახდა უწევს.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები