საზოგადოება

მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა – ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

08.01.18 15:30


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში 6 იანვარს შუახნის მამაკაცი ცოლ-შვილს ნაჯახით თავს დაესხა, მომხდარის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

დაზარალებულები თავდაპირვერლად ჩხოროწყუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებმა შვილის გადარჩენა ვერ შეძლეს, ხოლო ქალბატონი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები