საზოგადოება

პრეზიდენტი ალილოზე: მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით

08.01.18 15:45


,,მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შობის მახარობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

“ჩემო საყვარელო თანამემამულენო, გილოცავთ შობას! გრძელდება საოცარი დღესასწაული.

ემოცია ახლის და კეთილის დაბადების. ჩვენ ვუნაწილებთ ამ ემოციას და ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს!

მშვენიერია, როდესაც პატარა მომლოცველები მოდიან აქ, ჩვენ კი, მათ სიხარულს და ძღვენს ვუნაწილებთ, რომელიც შემდეგ განაწილდება იმ ადამიანებზე, ვინც შეუძლოდაა, ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები