საზოგადოება

შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

08.01.18 20:25


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, 1978 წელს დაბადებული ერთ-ერთი ბრალდებულის ა.კ.-ს პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, 376 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1960 წელს დაბადებული ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. დამნაშავე პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

მის მიერ გაყიდული ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ი.ჩ.-ს მიმართ მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით („დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება"), და ითვალისწინებს 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ბრალდებულის — ა.კ.-ს მიმართ გამოძიება დაწყებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა") და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები