საზოგადოება

კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

09.01.18 17:45


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი.

საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სამონადირეო მეურნეობებში, რომლის ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2013 წლიდან 2017 წლის ბოლომდე უკანონო ნადირობის დაახლოებით 2000–მდე ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 20 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით არის აღძრული.

ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან შვლები, დათვები, ჯიხვები, ასევე, გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება სტატისტიკას ფრინველების შესახებ, ყველაზე სავალალო მდგომარეობა მწყერთან დაკავშირებით არის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები