საზოგადოება

9 იანვრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

09.01.18 19:35


9 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან, 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი.

12 იანვარს შედარებით გამოიდარებს, 13 – 14 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები