საზოგადოება

საქართველოში B ტიპის ვირუსის გავრცელების საფრთხეა - რა რჩევებს გვაძლევენ სპეციალისტები?

09.01.18 19:45


სპეციალისტები გრიპის სეზონის დაწყებას პროგნოზირებენ.

სპეციალისტების განცხადებით, B ტიპის ვირუსი საქართველოში ჯერჯერობით არ დადასტურებულა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ვირუსი, რომელიც გავრცელებულია ევროპულ ქვეყნებში, მალე საქართველოშიც შემოვა.

რაც შეეხება ვირუსის სიმპტომებს - მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი ხველებით და გართულების შემთხვევაში, ის გადადის პნევმონიაში.

მედიკოსები რისკჯგუფის წარმომადგენლებს - ხანდაზმულებს, ორსულებს, მცირეწლოვნებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს ურჩევენ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.

„გართულება ნებისმიერი გრიპისათვის ითვლება ვირუსული პნევმონია, რომელიც პირველივე დღეებში იწყება, უფრო მოგვიანებით გართულებად ბაქტერიული პნევმონია, ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულება ოტიტებით, მენინგიალური მოვლენებით და ა.შ,“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.



წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები