საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

10.01.18 14:30


მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯვრის უღელტეხილზე მყოფი ავტომანქანების დასახმარებლად კობის მხრიდან ოპერატიულად მივიდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ეკიპაჟი, გუდაურის მხრიდან კი გზის გასაწმენდად შევიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გრეიდერი.

„ამ დროისთვის ყველა მგზავრი გადმოყვანილია გუდაურის მიმართულებით და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. სპეცტექნიკასთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20-მდე მაშველი“, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ზვავსაშიშროება არ არის, თუმცა დაწესებული რეჟიმები ძალაში რჩება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები