საზოგადოება

ოზურგეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

10.01.18 16:30


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, სოფელთან დამაკავშირებელ ხიდზე ავარია მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე და შვილი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები