საზოგადოება

სასამართლომ ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

10.01.18 22:00


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, მ.ღ. და ი.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით.

სამართალდამცველებმა მ.ღ. 2017 წლის 23 აპრილს ქ. ბათუმში, ხოლო ი.ჩ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ.ღ.-მ და ი.ჩ-მ 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განახორციელეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა, გზების გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება, ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება და ავტომანქანების დაწვა, ასევე შეფერხდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა.

სასამართლომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები