საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ნალექიან ამინდს ელოდებიან

11.01.18 14:15


სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, უმეტესად - ნალექიანი.

" 11 იანვარს დასავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, ქარის მიმართულება შეიცვლება და ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ძლიერ აღმოსავლეთის ქარს უნდა ველოდოთ, ზოგან ძლიერს - 20-25 მეტრს წამში", - განუცხადა "პირველს" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ისევ დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით. სინოპტიკოსები აქ მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა 3-8 გრადუსის ფარგლებში იქნება.

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 11 იანვარს დილისა და ღამის საათებში მცირე თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები 12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში - წვიმას, მთაში კი თოვლს ელოდებიან.

12, 13 და 14 იანვარს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები