საზოგადოება
11.01.18 14:45
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა “ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში” გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2017 წლის ბოლოს საერთაშორისო რეესტრში უკვე მესამედ შეიტანეს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ნომინაცია, ამჯერად – სახარება-პალიმფსესტი IX-X, XII-XIII, XIV სს.
“ექსპოზიციაზე სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა. მათ შორისაა:
2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV სს.
ხელნაწერის ფურცლების დიდი ნაწილი პალიმფსესტურია. შიგადაშიგ ორმაგი პალიმფსესტებიც გვხვდება, რომლებშიც ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება: უძველესი ფენა ასომთავრულია, ამ ეტაპზე იგი IX-X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს; XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული შუა ფენა ნუსხურია; ზედა, მესამე ფენაც ნუსხურადაა ნაწერი და შეიძლება უხეშად XIV საუკუნით დათარიღდეს.
ზედა, ქრონოლოგიურად ბოლო ფენის გადამწერი და შიგადაშიგ გამცხოველებელი არის ვინმე გიორგი, ხოლო მომგებელი – ბერი ესტატე.
ხელნაწერში მრავლად გხვდება ანდერძ-მინაწერები (XIII-XVIII სს.), რომლებიც შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი:
• ანბანდიდი სახარება (IX ს.);
• ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.);
• ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.);
• ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.);
• ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი);
• შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი);
• შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი);
• მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).
2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.
ატლასი ჩასმულია მწვანე ფერის მოზაიკურ მუყაოს ყდაში, შედგება 19 რუკისა და ბაგრატიონთა 2 გენეალოგიური სქემისგან. ავტოგრაფი ეროვნულ არქივში 1925 წელს სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან შემოვიდა. 1745 წლის ხელნაწერი ატლასი სრულად არის შემონახული.
ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ჩართული იყო რუკები, ქრონიკები, კინკლოსი და საძიებელი. სავარაუდოდ, აზიის მუზეუმში მოხვედრისას ხელნაწერი დაიშალა და ატლასი ცალკე აიკინძა. დღეისათვის ეროვნულ არქივში ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ორი ხელნაწერის სახითაა დაცული.
ნაშრომით ვახუშტი ბატონიშვილმა დაგვიტოვა საქართველოს პირველი სრული და საფუძვლიანი გეოგრაფიული აღწერა”- ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
გამოფენა ერთი თვეს გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24