პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა

11.01.18 19:15


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, მათ შორისაა საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ასევე მარტოხელა მშობელთა შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები.
"ამ დღეებში ჩვენ ვიმუშავეთ პატლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს. გვიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული.

განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომელიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქნება პროცედურები, ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკინტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ მათი პრაქტიკაში განხორციელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო შემდგომ სამუშაოებს" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები