საზოგადოება

ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა

11.01.18 20:30


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ადვოკატ დავით ბედოიძის განცხადებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ის უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თავად ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები