პოლიტიკა

სააკაშვილმა უკრაინის მიგრაციის სამსახურს მეორედ უჩივლა

11.01.18 20:45


ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს კიდევ ერთხელ უჩივლა. ამჯერად მოპასუხე მხარე სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება.

როგორც კიევის ადმინისტრაციული სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, სააკაშვილი ითხოვს მის აღიარებას პირად, რომელსაც დამატებითი სახელმწიფო დაცვა სჭირდება.

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. სასამართლოს სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.

„16 იანვარს გაიმართება სასამართლო სხდომა სააკაშვილის სარჩელზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. საქმეზე მეორე მოპასუხე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები