პოლიტიკა
11.01.18 21:30
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს. სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგები მივიღოთ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა.
მისივე განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და იგი მიმდინარე სამუშაო პროცესების საქმის კურსშია. რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, იგი ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია. სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტების და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს. „ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24