საზოგადოება

ამინდის პროგნოზი

12.01.18 14:15


12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

13 – 14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ავტომატური სადგურები და ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლებიც არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში გადაცემს მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალიტების მიერ მეტოროლოგიურ პირობებზე გაკვირვება 24 სათის განმავლობში მიმდინარეობს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სააგენტოს სპეციალიტების ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან იღებენ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები