პოლიტიკა

ელისაშვილი მოძრაობას ქმნის და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

12.01.18 14:30


თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. როგორც ალეკო ელისაშვილმა ალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. ელისაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე ვიზიტი უცხოეთში, სადაც ის საერთაშორისო ორგანიზაცების წარმომადგენლებს შეხვდება, რომელთაც მისი გაცნობა და სამომავლო ხედვები აინტერესებთ:

„დაგეგმილია უცხოეთში ჩემი რამდენიმე ვიზიტი, იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაცებმა არჩევნების მერე გმოთქვეს სურვილი, რომ უკეთ გაეცნოთ, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ და რა ხედვები მაქვს, საკმაოდ სერიოზული და მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი. ამის შემდეგ მე ვაპირებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას, იმიტომ რომ ამ ქვეყნის რეალობა მთლად კარგი არაა და პოლიტიკური სისტემა არის დაჭაობებული. გვყაბს ბელადების პარტიები და არცერთი პარტია შიდა დემოკრატიაზე არაა დამყარებული, პატარა დისკუსიაც კი იწვევს პარტიების დახლეძჩას. მე მსურს რომ აბსოლუტურად ახალი შინაარსის საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა

უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არ გამოვრიცხავ საპრეზიდენტო არჩევნებსაც, ეს მომავლის ამბავია თუმცა არც ისე შორეული, ამაზე ვიფიქრებ.

ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო დარდს ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ცუდად მიდის საქმე.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები