პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

12.01.18 15:45


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განუცხადა, საუბარი შეეხება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

"საუბარი შეეხება ყველა აქტუალურ პრობლემას. სამწუხაროდ, არაერთი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება. ამ საკითხებზე მნიშვნელოვანია გავმართოთ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც არანაკლებ შესტკივათ გული ჩვენ ქვეყანაზე, ვიდრე მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს",- განაცხადა მელიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები