საზოგადოება

გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკასთან არსებული გარე განათება მოხსნილია

12.01.18 16:30


გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკასთან არსებული განათება მოიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„7 იანვარს, სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯარო ჯგუფში „ხელოვნების ისტორიკოსები“ ბატონმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა განათავსა ფოტოსურათი, სადაც ასახულია, თუ როგორ აზიანებს გარე განათება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მალევე მოახდინა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით აღნიშნული განათება დღეს მოიხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და მოვლა-პატრონობას ეხება და ქმედითი რეაგირებისკენ გვიბიძგებს. ამავდროულად, მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს სამოქალაქო აქტიურობისათვის.

გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სააგენტო ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე ყოველთვის მზადაა სათანადო რეაგირებისთვის და ის მუდამ ღია რჩება საზოგადოებრივი თანამშრომლობისათვის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები