პოლიტიკა
12.01.18 12:45
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენგეგმასთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ მან ხელი არ მოაწერა გენგეგმას.
„მოგეხსენებათ, თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.
თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიული განვითარებისათვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინების და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომების გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისაგან. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიური მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურულ-მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა.
მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ორი წლის წინ იქნა გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, მისი ნაწილი რეალურად მისაღები და გამოსადეგია ქალაქის განვიტარებისათვის, თუმცა, დოკუმენტი ჯერკიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს.
კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი ჯერკიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.
ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს, ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას, ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი.
ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ამის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.
მერია და მერიის სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს
18:1024.04.18
-
“სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა”
17:5524.04.18
-
17:4024.04.18
-
გიორგი გახარია ლიტვის პოლიციის გენერალურ კომისარს შეხვდა
17:2024.04.18
-
17:0524.04.18
-
16:5024.04.18
-
"პატრიოტები" მოსკოვში - ინაშვილი პარლამენტისგან დელეგაციისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს
16:3524.04.18
-
ინციდენტი თბილისის 24-ე სკოლასთან - მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა
16:2024.04.18
-
16:0524.04.18
-
კახეთში, კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
15:5024.04.18
-
ირაკლი კობახიძე: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობის
15:3024.04.18
-
15:2024.04.18
-
"პატრიოტები ოკუპანტ ქვეყანაში მიდიან - გიორგი ლომია მოსკოვში უკვე წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს
15:0024.04.18
-
ქობულეთის შემოვლითი გზა მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს
14:4024.04.18
-
პრეზიდენტი: მე რა, შს სამინისტროსგან დაკვირვების და დამუშავების რეჟიმში ვარ?
14:2024.04.18
-
მაია ბითაძე გენდერის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს
14:0024.04.18
-
გიგი წერეთელი - ეუთო მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
13:4524.04.18
-
13:3024.04.18
-
ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი მემორანდუმი გაფორმდა
13:1524.04.18
-
ევროპის საბჭოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
13:0024.04.18
-
12:4524.04.18
-
ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით შსს-მ 2 პირი დააკავა
12:3024.04.18
-
ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის
12:1524.04.18
-
ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი თავისუფალია - გათავისუფლებულია კიდევ ერთი მოქალაქე
12:0024.04.18
-
„ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ“
11:0024.04.18
-
10:4524.04.18
-
10:3024.04.18
-
მიხეილ სააკაშვილი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
10:1524.04.18
-
"რა პრობლემაც დღეს არსებობს სასამართლოს წინაშე, ჩემი წილი პასუხისმგებლობაცაა"- პრეზიდენტი
10:0024.04.18
-
პრემიერი: დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში
18:0523.04.18
-
17:5023.04.18
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4488 ლარი გახდა
17:3523.04.18
-
სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
17:2023.04.18
-
ცნობილი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
17:0523.04.18
-
16:5023.04.18
-
პატარკაციშვილებმა "იმედი" დათმეს - ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ირაკლი რუხაძის ხელში გადავიდა
16:3523.04.18