საზოგადოება

თოვლი და ძლიერი ქარი საქართველოში - კობი-გუდაურის მონაკვეთზე 24 საათიანი მონიტორინგი ხორციელდება

12.01.18 19:30


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე იმყოფებიან, ადგილზე აკვირდებიან სიტუაციას და ახორციელებენ 24 საათიან მონიტორინგს.

მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამის რეკომენდაციები.

12 - 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი. 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები