პოლიტიკა

კახა კალაძე - სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოვუწერო

12.01.18 20:15


მე მივიღებ გადაწყვეტილებას, სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოვუწერო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება და დანამატი გაერთიანდება.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, არასწორია.

“ეს ინფორმაცია არ არის სწორი. გთხოვთ, რომ დააზუსტოთ. მერიაში ხელფასების მატება არ ხდება. ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი - ცალკე, ზემოდან პრემია კიდევ - ცალკე. კანონის შესაბამისად, ხელფასი და დანამატი ერთიანდება. პრემიების გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, რაც ნორმალურია. ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად.

შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები