პოლიტიკა

ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

12.01.18 20:40


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტით თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც დღეს, პარიზში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ესპანეთიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები