საზოგადოება

თელავში დაკარგულ გოგონას თბილისში მიაკვლიეს

15.01.18 14:55


სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულიდან დაკარგული 20 წლის გოგონა თბილისში იპოვეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში.

გოგონა თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება. საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

დაკარგულ თიკო ხუციშვილს 30 დეკემბრიდან ეძებდნენ. ახლობლების მტკიცებით, ის უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა.

მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიებას ატარებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები