ეკონომიკა

2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

16.01.18 15:15


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 1095,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 133,8 ათასი ტონით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელზე.

მათ შორის, 2017 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 532,6 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 563,2 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 90,2 ათასი ტონით).

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 386,7 ათასი ტონა ანუ 72,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 137,5 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,4 ათასი ტონა ანუ 1,6%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 305,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 223,6 ათასი ტონა (20,4%), აზერბაიჯანი - 197,6 ათასი ტონა (18,0%), ბულგარეთი - 154,7 ათასი ტონა (14,1%), თურქმენეთი - 149,0 ათასი ტონა (13,6%); საბერძნეთი - 51,7 ათასი ტონა (4,7%), უკრაინა - 5,2 ათასი ტონა (0,5%).

"საწვავის იმპორტი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა საწვავის მოხმარება, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას. საწვავის მოხმარების შემცირება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სწრაფად იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები