ეკონომიკა

ანაკლიის პორტის პროექტით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრები დაინტერესდნენ

18.01.18 21:15


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მენეჯმენტი ყაზახეთის რესპუბლიკაში პორტების, სატრანსპორტო სექტორისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ქალაქ ასტანაში „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” წარმომადგენლობით ოფისში უმსაპინძლეს, რომელიც

აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და კომპანიების ნაწილს აერთიანებს. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი” მიზნად აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას და სპეციალური შეღავათიანი ტარიფების შემუშვებას ისახავს.

შეხვედრა შედგა უდიდესი მშრალი პორტის – ხორგოსის, კურიკის ნავსადგურის, აქტაუს პორტის, ყაზახეთის რკინიგზისა და მისი შვილობილი ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენლებთან. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი წარადგინა. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძეც ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და ხორგოსის მშრალ პორტს შორის.

ანაკლიის პორტის წარმომადგენლებმა ასტანაში სამუშო შეხვედრა გამართეს კურიკის პორტის პროექტის დეველოპერ ჯგუფთანაც, რომელთან თანამშრომლობის მემორანდუმს 2017 წლის ნოემბერში, საქართველოში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მოეწერა ხელი.

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის”, იგივე „შუა კორიდორის” მხარეები თანხმდებიან რომ პროექტის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დერეფნის ყველა მოთამაშისათვის და მისი სამომავლო განვითარებისთვის ძირეულია რეგიონში მიმდინარე მსხვილი ინიფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დასრულება.

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები „ანაკლია სითის” გუნდმაც გამართა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა 16 იანვარს ხელი მოაწერა ყაზახეთის უმსხვილეს ეკონომიკურ ზონა ხორგოსსა და ანაკლიის ეკონომიკურ ზონას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები