პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

19.01.18 14:45


შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დავით ჯალაღანიამ რწმუნებათა სიგელი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, ალანბერსეს.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა ქვეყანებს შორის არსებული ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, მათ შორის ეკონომიკის, დუალური განათლების, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროებში. საქართველოს ელჩმა შვეიცარიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთთან მედიაციის როლის შესრულებისათვის.

ალან ბერსემ დავით ჯალაღანიას კონფედერაციაში მოღვაწეობისას მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები