პოლიტიკა

საქართველოს შესახებ, „Human rights watch“-ის ანგარიშშია ასახული

19.01.18 15:00


„2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა“ – ამის შესახებ ნათქვამია „Human rights watch“ -ის მიერ 2018 წლის ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა.

643-გვერდიანი ანგარიშში ასახულია შარშანდელ პერიოდში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

საქართველოსთან მიმართებაში Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.

”შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით”, – აღნიშნულია ანგარიშში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები