პოლიტიკა

პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

19.01.18 15:45


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ერიკ ჰოგს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისიის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და ყურადღება გამახვილდა ჟენევის დისკუსიებზე.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია დღეს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რათა მსოფლიომ იცოდეს რა ხდება ამ მიმართულებით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები