საზოგადოება

ოთარ დანელია ბერლინში „მწვანე კვირეული 2018″-ს დაესწრება

19.01.18 16:30


საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარე სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას „მწვანე კვირეული 2018″ (Gruene Woche 2018) დაესწრება.

გამოფენის ფარგლებში, ოთარ დანელია ორმხრივ შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელებთან გამართავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კუთხე, რომელსაც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი 18 ქართული კომპანია წარმოადგენს.

Gruene Woche 1924 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში 1600-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები