პოლიტიკა

შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

19.01.18 16:45


შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. ოფიციალური პრეზენტაცია 23 იავნარს გაიმართება.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზღუნველყოფა;

ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამათავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია- ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები