საზოგადოება

მშენებლობაზე ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექცია სწავლობს

19.01.18 17:45


თბილისში, თემქაზე მშენებარე ობიექტზე მომხდარ ფაქტს შრომის ინსპექციაც სწავლობს.

ინსპექციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. ვითარების ადგილზე შესწავლა ხვალ გაგრძელება.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა.

ინსპექციის წარმომადგენლები დღეს თემქაზე იმ კლინიკაშიც იმყოფებოდნენ, სადაც 26 წლის კაცს ოპერაცია უტარდებოდა.

როგორც “პირველს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები