საზოგადოება

რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

19.01.18 18:30


ქალაქ რუსთავში ხანძარს ერთი ქალი ემსხვერპლა, ის საკუთარ სახლში დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის სახლში მარტო იმყოფებოდა. დაღუპვის მიზეზად ძლიერი დაკვამლიანება დასახელდა.

შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ–ის 187–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს, რომელსაც მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისულების აღკვეთით ისჯება.

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები