პოლიტიკა

პარლამენტში სუს-ის წლიური ანგარიშის მოსმენა შესაძლოა დახურულ რეჟიმში გაიმართოს

06.05.16 0:30


საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ანგარიშის წარდგენა შესაძლოა დახურულ ფორმატში წარიმართოს, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გია ვოლსკი საუბრობს.

ვოლსკის განმარტებით, სუს-ის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენისას დეპუტატების მხრიდან დაისვა კითხვა, რომელსაც პასუხი დახურულ რეჟიმში უნდა გაეცეს.

“მოხსენების ძირითადი ნაწილი ჩვენ კომიტეტზე მოვისმინეთ. იყო კრიტიკული შენიშვნები. ვფიქრობ, მოხსენების ძალიან დიდი ნაწილი დახურულ რეჟიმში უნდა იყოს განხილული, გამომდინარე იმ შეკითხვებიდან, რაც დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ“, - აცხადებს ვოლსკი.

ცნობილია, რომ ვახტანგ გომელაური ამ დროისათვის სამუშაო ვიზიტით გრძელვადიან მივლინებაში იმყოფება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მზადყოფნას გამოთქვამს, საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარსდგომასთან დაკავშირებით.


წყარო : IPN /www.newposts.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები