საზოგადოება

20 იანვრიდან საქართველოში გამოიდარებს

19.01.18 19:15


20 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21-22 იანვარსაც. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს.

სინოპტიკოს დოდო გვაზავას ინფორმაციით, 20 იანვარს ღამით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით.

"საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 20 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21-22 იანვარსაც. ღამით მინიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 1- 6 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი -3 +2 იქნება. ზოგან შესაძლებელია ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცეს", -განუცხადა "პირველს" დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, დღის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, დღისით, დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 11-16 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6-დან 11 გრადუსამდე იქნება.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, თბილისში 20 იანვარს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი, უმეტესად უნალექოდ. უნალექო ამინდი ნარჩუნდება 21-22 იანვარს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსი იქნება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები