პოლიტიკა

ბრიტანეთი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის დამატებით 5,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

19.01.18 20:00


დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ლორდმა აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში განაცხადა, რომ მათი სურვილი საქართველოში დემოკრატიის მდგრადი განვითარებაა. მისივე თქმით, ამისთვის ისინი დამატებით 5,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც, მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს. ამისათვის ვაპირებთ, გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ამ თემებზე საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში ვესაუბრებით, ვესაუბრებით რუსეთსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“ – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა პალატას სიტყვით მიმართა.

აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ინტერვენცია შეჩერდეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები