პოლიტიკა

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს

19.01.18 17:35


საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.

საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნება, მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბათუმს ეწვივნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ფიდეს დელეგაციას ხელმძღვანელობს ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიუს მაკროპულოსი (საბერძნეთი).

დელეგაციის წევრები არიან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი (ისრაელი), ფიდეს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბორგი (მალტა) და ექსპერტი მოშე სლავი (ისრაელი).

აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გუორგაძესთან ერთად ფიდეს მაღალჩინოსნებმა ბათუმის მშენებარე სპორტის სასახლე დაათვალიერეს, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კი მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ტურნირის პარალელურად გაიმართება ფიდეს კონგრესი, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტების არჩევნები. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები