საზოგადოება

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა

27.06.16 22:20


ამ კვირაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში ამას შეიძლება, სეტყვაც და ძლიერი ქარიც დაერთოს თან.

28 ივნისი

დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ღამით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო დღისით — ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი, ხოლო დღისით — 28-33. მაღალ მთაში ღამით იქნება 10-15, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი, ხოლო დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით 8-13, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 19, ხოლო დღისით — 32 გრადუსი იქნება.

29 ივნისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრამდე მოიმატებს. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარიშხალი.

დასავლეთ საქართველოში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 17-22, დღისით — 26-31; მაღალ მთაში ღამით — 8-13, დღისით — 21-26 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 17-22, დღისით — 29-34 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში ღამით — 10-15, დღისით — 18-23 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით იქნება 21, ხოლო დღისით — 33 გრადუსი.

30 ივნისი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი, დღისით — 29-34; მაღალ მთაში ღამით — 7-12, დღისით — 23-28 გრადუსი. აღმოსავლეთში ღამით 17-22, ხოლო დღისით — 31-36 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით ჰაერი 8-13 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი იქნება.

თბილისში ღამით 21, ხოლო დღისით 35 გრადუსია მოსალოდნელი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები