პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის და უინტერესოც

19.01.18 22:00


„ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, უინტერესოც, და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი კარტეგორიულად გამორიცხავს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა მისი კანდიდატურა დაასახელოს.

პრემიერი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებზე მმართველი გუნდი არ ჩამოყალიბებულა.

„რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის განხილვას, მედიაში ეს თემა პერიოდულად აქტიურდება.

შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. მე, ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს.

ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც, და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები