პოლიტიკა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს დაინიშნა

22.01.18 14:45


31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი იქნება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობაზე.

ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში 2018 წელს ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება დაწყებულია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები